ლიდერი

ENTJ პიროვნება

ლიდერები არიან გაბედული, საზრიანი და ძლიერი ნებისყოფის მქონენი, რომლებიც ყოველთვის ახერხებენ გზის პოვნას ან გაკვალვას.

A scene representing the ENTJ personality type (Commander). Three ENTJs stand confidently in a forest setting, holding a pitchfork, tree saplings, and a watering can, with a dog at their feet. A fourth person, a female ENTJ, points towards a map of trees on an easel. In the background, there are numerous pine trees of varying sizes. The overall impression is one of leadership, determination, and a readiness to take charge in any situation.
E ექსტრავერტირებული N გამჭრიახი T მოაზროვნე J განმსჯელი

ლიდერი

შენი დრო შეზღუდულია, ამიტომ არ ღირს იცხოვრო სხვა ადამიანის ცხოვრებით.

სტივ ჯობსი

ლიდერები (ENTJ) მოწოდებით ლიდერები არიან. ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანები დაჯილდოებულნი არიან ქარიზმატულობითა და და თავდაჯერებულობით და ძალაუფლების პროექციას ისე ახდენენ, რომ ბრბო ერთი მიზნის მისაღწევად ერთიანდება. თუმცა ლიდერებს ასევე ახასიათებთ რაციონალურობის დაუნდობელი დონე და იყენებენ მისწრაფებას, მიზანდასახულობასა და მახვილ გონებას ნებისმიერი მიზნის მისაღწევად. ალბათ უმჯობესია, რომ ლიდერები შეადგენენ მოსახლეობის მხოლოდ სამ პროცენტს, რათა არ გადაფარონ უფრო მორცხვი და მგრძნობიარე პიროვნების ტიპები, რომლებიც დარჩენილი მსოფლიოს დიდ ნაწილს შეადგენენ – თუმცა ლიდერებს მადლობა უნდა გადავუხადოთ ბევრი საქმიანობისთვის და დაწესებულებისთვის, რასაც ყოველდღე ბუნებრივ მოცემულობად ვიღებთ.

დიდებისკენ სწრაფვა

ის, რაც ლიდერებს განსაკუთრებულად უყვართ, არის კარგი გამოწვევა, იქნება ის დიდი თუ პატარა, და დანამდვილებით სწამთ, რომ საკმარისი დროისა და რესურსების საშუალებით შეუძლიათ ნებისმიერ მიზანს მიაღწიონ. ეს თვისება ლიდერის ტიპის ხასიათის მქონე ადამიანებს კარგ მეწარმეებად აქცევს. მათი სტრატეგიული აზროვნებისა და ხანგრძლივი ფოკუსირების უნარი, რაც საშუალებას აძლევთ საკუთარი გეგმა მიზანდასახულად და სიზუსტით შეასრულონ, აყალიბებს მათ ძლიერ ბიზნეს ლიდერებად. ამგვარი მიზანდასახულობა თვითრეალიზებად წინასწარმეტყველებად იქცევა, როცა ლიდერები თავიანთ მიზნებს დიდი ნებისყოფით ახორციელებენ, მაშინ, როცა ამ დროს შეიძლება ბევრი დანებდეს და გააგრძელოს ცხოვრება. მათი ექსტრავერტული (E) ბუნება გულისხმობს იმას, რომ სხვებსაც უბიძგებენ ანალოგიურისკენ და პროცესში შესანიშნავ შედეგებს აღწევენ.

ლიდერი (ENTJ) პიროვნება

მოლაპარაკებების მაგიდაზე, იქნება ეს კორპორაციულ გარემოში თუ მანქანის შეძენისას, ლიდერები დომინანტები, შეუპოვრები და შეუბრალებლები არიან. ეს იმის გამო არ ხდება, რომ ცივსისხლიანები ან ბოროტები არიან – უბრალოდ ლიდერებს ნამდვილად სიამოვნებთ გამოწვევები, გონებრივი ბრძოლა, საზრიანობა, რომელიც ამგვარი გარემოდან მომდინარეობს და თუ მეორე მხარე ვერ ეწევა მის ტემპს, ეს არ არის მიზეზი ლიდერისთვის, უარი თქვას საბოლოო გამარჯვებასთან დაკავშირებულ თავდაპირველ პრინციპზე.

ძირითადი აზრი, რაც ლიდერის გონებაში ტრიალებს, შეიძლება იყოს შემდეგი: „არ მაღელვებს, თუ არაგულისხმიერს დამიძახებ, მთავარია ეფექტური ვიყო“.

თუ კი ლიდერები ვინმეს პატივს სცემენ, ეს არის ის, ვისაც შეუძლია მათ ინტელექტუალურად დაუპირისპირდეს, იმოქმედოს მათი თანასწორი სიზუსტითა და ხარისხით. ლიდერებს აქვთ სხვების ნიჭის აღმოჩენის პრაქტიკული უნარი. ეს მათ ეხმარება როგორც გუნდური მუშაობის მცდელობებში (იქიდან გამომდინარე, რომ რაც არ უნდა ბრწყინვალე იყოს ადამიანი, ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებს), ასევე ზედმეტი ქედმაღლობისა და აბუჩად აგდებისგან თავის არიდებაში. თუმცა მათ ასევე მოსწონთ სხვების წარუმატებლობაზე ყურადღების გამახვილება საკმაოდ არაგულისხმიერად და სწორედ ამის გამო ექმნებათ პრობლემები.

ღირსეული გამოწვევა

ემოციური გამოხატულება ანალიტიკოსის ძლიერი მხარე არაა, თუმცა ლიდერების ემოციურობისგან გამიჯვნა განსაკუთრებით საჯაროდააა აღქმადი და იგრძნობა ადამიანების უფრო ფართო წრის მიერ. განსაკუთრებით კი პროფესიულ გარემოში, სადაც ლიდერი უბრალოდ ჩაახშობს იმ ადამიანების სენსიტიურობას, რომელსაც არაფექტურად, არაკომპეტენტურად და ზარმაც ადამიანად თვლის. ლიდერის ტიპის ხასიათის მქონე ადამიანისთვის ემოციურობა სისუსტის წარმოჩინებაა და მარტივია მტრების გაჩენა ამ გზით – კარგი იქნება, თუ ლიდერები დაიმახსოვრებენ, რომ ისინი სრულიად არიან დამოკიდებულები მოქმედ გუნდზე არა მხოლოდ მათი მიზნების მისაღწევად, არამედ ვალიდაციისა და უკუკავშირის მისაღებად, რომლის მიმართაც ცნობისმოყვარეები და სენსიტიურები არიან.

ლიდერები სავსე არიან ენერგიით და ისინი საკუთარი თავის ფართო გამოსახულებას ქმნიან – ზოგჯერ ისინი მართლაც საკმარისები არიან. თუმცა უნდა დაიმახსოვრონ, რომ რომ მათი სტატუსი მოდის არა მხოლოდ საკუთარი ქმედებებიდან, არამედ მხარდამჭერი გუნდის ქმედებებიდან და რომ მნიშვნელოვანია წვლილის, ტალანტებისა და საჭიროებების აღიარება, განსაკუთრებით მხარდაჭერის ქსელში არსებული ემოციური პერსპექტივიდან. მაშინაც კი, თუ მოუწევთ „თავი მოიკატუნე, სანამ მიზანს არ მიაღწევ“ მენტალიტეტის დანერგვა და თუ შეძლებენ მოახდინონ ემოციურად ჯანსაღი ფოკუსისა და ბევრი ძლიერი მხარის კომბინირება, ისინი დაჯილდოვდებიან ღრმა, დამაკმაყოფილებელი ურთიერთობებითა და გამარჯვებასთან დაკავშირებული გამოწვევებით, რომელთან გამკლავებასაც შეძლებენ.