ენთუზიასტი

ESFJ პიროვნება

ენთუზიასტები არიან ძალიან მზრუნველი, მეგობრული, საზოგადოებაზე ორიენტირებული ხალხი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად.

A scene depicting the ESFJ personality type (Consul). Two excited children are seated at a table, while their smiling ESFJ parents carry over wrapped presents and a birthday cake with lit candles. A loyal dog companion stands nearby, eager to join in the festivities. The scene conveys the joy and togetherness the ESFJ personality type finds in bringing loved ones together to honor important milestones and strengthen family bonds.
E ექსტრავერტირებული S დაკვირვებული F მგრძნობიარე J განმსჯელი

ენთუზიასტი

წაახალისეთ, ხელი შეუწყეთ და გააძლიერეთ ერთმანეთი, ვინაიდან ერთა ადამიანზე გავრცელებულ პოზიტიურ ენერგიას ყველა ვიგრძნობთ.

დებორა დეი

ენთუზიასტებისთვის (ESFJ) ცხოვრება უფრო მეტად სასიამოვნოა, როცა მას სხვა ადამიანებთან ერთად იზიარებენ. ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანები აშენებენ საზოგადოებას და უღებენ სახლისა და გულის კარებს მეგობრებს, საყვარელ ადამიანებსა და მეზობლებს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ენთუზიასტებს ყველა მოსწონთ ან რომ ისინი წმინდანები არიან. თუმცა ენთუზიასტებს ნამდვილად სჯერათ, რომ სტუმართმოყვარეობასა და კარგ მანერებს თავისი ძალა აქვთ და ისინი გარშემომყოფების მიმართ ვალდებულებებს გრძნობენ. გულუხვი და სანდო ენთუზიასტები ბევრ რამეს იღებენ საკუთარ თავზე – დიდი თუ მცირე დოზით – რათა თავიანთი ოჯახები და საზოგადოება ერთად შეინარჩუნონ.

ენთუზიასტებს მათ ცხოვრებაში არსებული ადამიანების მხარდაჭერის, მათზე ზრუნვისა და მათი დაცვის ნიჭს აქვთ.
ენთუზიასტი (ESFJ) პიროვნება

პასუხისმგებლობით სავსე ცხოვრების სილამაზე

ენთუზიასტები ალტრუისტები არიან. ისინი სერიოზულად ეკიდებიან პასუხისმგებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია სიკეთის დაბრუნებასთან, სხვების დახმარებასა და სწორი საქმის კეთებასთან.

ენთუზიასტებს სჯერათ, რომ თითქმის ყველა სიტუაციაში შეიძლება რაღაც სწორის გაკეთება. მაშინ, როცა ხასიათის სხვა ტიპის მქონე ადამიანებს ახასიათებთ უფრო ლმობიერი, "იცხოვრე, როგორც გსურს და სხვებსაც მიეცი ამის საშუალება" მიდგომა, ენთუზიასტებისთვის შესაძლოა რთული იყოს არ განსაჯოს ადამიანი, რომელიც მათი აზრით არასწორ გზას ადგას. შედეგად, ენთუზიასტებისთვის რთულია იმის მიღება, როდესაც ვიღაც – კონკრეტულად ადამიანი, რომელზეც ზრუნავენ – არ ეთანხმება მათ.

ენთუზიასტებს განსაზღვრული მორალური კომპასი აქვთ და შეიძლება დამაბნეველი იყოს მათთვის, როდესაც სხვა ადამიანების საქციელები არ შეესაბამება აღნიშნულ კომპასს.

აქვთ რა განსაზღვრული ხედვები სწორსა და არასწორზე, ენთუზიასტები მეტისმეტად არიან დარწმუნებულნი საკუთარ შეხედულებებში. თუმცა ეს შეხედულებები შემთხვევითი არ არის – ისინი ხშირად ტრადიციების პატივისცემას ემყარება. ენთუზიასტები იაზრებენ, რომ მათი ყველა ქმედება სხვებზეც აისახება და დანერგილ კანონებზე, პროტოკოლებსა და სოციალურ ნორმებზე დაყრდნობა ეხმარებათ ყოველდღიური ცხოვრების იმგვარად დარეგულირებაში, რომ ეს სხვა ადამიანების მიმართ ყურადღებასა და პასუხისმგებლობას ითვალისწინებდეს.

ხანგრძლივი ურთიერთობის შენება

მხარდაჭერით სავსე და კომუნიკაბელური ენთუზიასტი ყოველთვის ესწრება წვეულებას – სწორედ ისინი დადიან ირგვლივ და რწმუნდებიან, რომ ყველა ერთობა! მაგრამ არ შეგეშალოთ: ისინი ადამიანის ცხოვრებაში დროებით არ შედიან. ისინი მოწოდებით ერთგულები არიან, აგებენ ხანგრძლივ ურთიერთობებს და შეგიძლიათ ენდოთ, როდესაც დახმარება ან მსმენელი გჭირდებათ.

ენთუზიასტებს იშვიათად ავიწყდებათ დაბადების დღეები ან დღესასწაულები. ურთიერთობების მიმართ ერთგულად განწყობილი ენთუზიასტები თავიანთი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების შესახებ მცირე დეტალებსაც კი იმახსოვრებენ.

წესრიგისა და სტრუქტურის სიყვარულით გამორჩეული ენთუზიასტებს სპონტანურ შეკრებებს დაგეგმილი ღონისძიებები ურჩევნიათ და უხარიათ, თუ კი ამ ღონისძიების მასპინძლები თავად არიან, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანები დიდ ენერგიას დებენ იმაში, რომ სხვებს თავი განსაკუთრებულად და დაფასებულად აგრძნობინონ. მათ შეიძლება გულთან მიიტანონ ის ფაქტი, თუ სხვები მის ძალისხმევას ვერ აფასებენ.

ბევრი ენთუზიასტისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ცხოვრებისეული გამოწვევა ისაა, რომ სხვების ფიქრებისა და ქცევების კონტროლი არ შეუძლიათ – არც იმ ადამიანების, რომლებიც მათთვის უახლოესი ან უძვირფასესია. საბედნიეროდ, ენთუზიასტს მშვიდობისა და სრულყოფილების ძიება მათ საუკეთესო უნარზე კონცენტრირებით შეუძლიათ: ზრუნვის, ყურადღებისა და პასუხისმგებლობის მაგალითის მიცემა და ხალხის გაერთიანება პროცესში.