არტისტი

ESFP პიროვნება

არტისტები არიან სპონტანური, ენერგიული და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანები — მათ გვერდით ცხოვრება არასოდესაა მოსაწყენი.

A scene representing the ESFP personality type (Entertainer). An adult female ESFP dancer has invited an ESFP male from the audience to join her on stage, and they are dancing joyfully. They are dressed in formal attire and move with exuberance and flair. Their facial expressions convey a sense of delight and enthusiasm as they revel in the moment. Two people sit at tables, happily watching the dancing from afar.
E ექსტრავერტირებული S დაკვირვებული F მგრძნობიარე P მაძიებელი

არტისტი

იცხოვრე ყოველი წამით ყოყმანის გარეშე.

ელტონ ჯონი

თუ ვინმე სპონტანურად იწყებს სიმღერასა და ცეკვას, ეს სწორედ არტისტია (ESFP). არტისტი თითოეული მომენტით ტკბება და სურს, რომ ყველამ იგივე იგრძნოს. პიროვნების არც ერთი სხვა ტიპი არ არის ისეთი გულუხვი თავისი დროისა და ენერგიის თვალსაზრისით, როგორც არტისტები, როდესაც საქმე ეხება სხვების წახალისებას და პიროვნების არც ერთი სხვა ტიპი არ აკეთებს ამას ასე მომხიბლავად.

არტისტი (ESFP) პიროვნება

გატაცებით ცხოვრება

არტისტებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ზოგადად მთლიანი მსოფლიო სცენა. ასეთი ხასიათის მქონე ბევრი ცნობილი ადამიანი ნამდვილად მსახიობია, მაგრამ მათ უყვართ შოუს დადგმა თავიანთი მეგობრებისთვისაც, ასევე სიამოვნებთ უნიკალური და გულახდილი საუბრები, საკუთარ თავზე ყურადღების მიპყრობა და ყველა გასეირნების წვეულებად ქცევა. ძალიან კომუნიკაბელური არტისტები ტკბებიან უმარტივესი რაღაცებით. არაფერს მოაქვს მათთვის იმაზე დიდი სიხარული, ვიდრე საყვარელ მეგობრების ჯგუფთან ერთად გართობას.

ეს არ არის უბრალოდ საუბარი - პიროვნების ნებისმიერ ტიპთან შედარებით, არტისტებს აქვთ ყველაზე ძლიერი ესთეტიკური შეგრძნებები. ისინი ერკვევიან მოდაში, მოვლიდან და კოსტიუმებიდან დაწყებული კეთილმოწყობილი სახლით დამთავრებული. აფიქსირებენ რა მიმზიდველ საგნებს დანახვისთანავე, არტისტებს არ ეშინიათ გარემოს შეცვლის პერსონალური სტილის გამოსახატავად. არტისტები ბუნებრივად ცნობისმოყვარეები არიან, ადვილად იკვლევენ ახალ დიზაინსა და სტილს.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყოველთვის ასე არ ჩანდეს, არტისტებმა იციან, რომ ყველაფერი მათ არ უკავშირდებათ. ისინი დაკვირვებულები არიან და ასევე ძალიან სენსიტიურები სხვა ადამიანების ემოციების მიმართ. ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანები ხშირად პირველები არიან, ვინც რთულ სიტუაციაში მყოფ ადამიანთან პრობლემაზე საუბარს იწყებენ, სიხარულით უწევენ ემოციურ მხარდაჭერას და აძლევენ პრაქტიკულ რჩევებს. თუმცა თუ პრობლემა მათ ეხებათ, არტისტები მიდრეკილნი არიან თავი აარიდონ პრობლემას მისთვის თვალის გასწორების ნაცვლად. არტისტებს, როგორც წესი, ხიბლავთ მცირე დრამა და გატაცება, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ისინი კრიტიკის ცენტრში იმყოფებიან.

სპონტანური სულისკვეთება

ყველაზე დიდი გამოწვევა არტისტებისთვის არის ის, რომ ისინი ხშირად ისე არიან ორიენტირებულნი მყისიერ სიამოვნებებზე, რომ უგულებელყოფენ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის ამ ფუფუნებას. არტისტებისთვის კომპლექსური ანალიზი, განმეორებითი დავალებები და სტატისტიკის რეალურ შედეგებთან შესაბამისობა არ არის შესასრულებლად ადვილი აქტივობები. მათ ურჩევნიათ დაეყრდნონ იღბალს ან შანსს, ან უბრალოდ დახმარება ითხოვონ მეგობრების ფართო წრისგან. მნიშვნელოვანია არტისტებმა დაუწესონ საკუთარ თავს გამოწვევები, რათა მიჰყვნენ გრძელვადიან საკითხებს, როგორიცაა მათი საპენსიო გეგმები ან შაქრის მიღება - გარშემო ყოველთვის ვერ იქნება პიროვნება, ვინც დაეხმარება მათ ამ საკითხებზე თვალის დევნებაში.

არტისტები აფასებენ ღირებულებასა და ხარისხს, რაც თავისთავად შესანიშნავი თვისებაა. თუმცა დაგეგმვის ცუდ უნართან კომბინაციაში ამ თვისებამ შეიძლება გამოიწვიოს მათ მიერ იმაზე მეტი თანხის დახარჯვა, ვიდრე შესაძლებლობა აქვთ. მათთვის განსაკუთრებით საშიშია საკრედიტო ბარათები. არიან რა უფრო ორიენტირებულნი შესაძლებლობების გამოყენებაზე ვიდრე გრძელვადიანი მიზნების დაგეგმვაზე, არტისტებმა შეიძლება აღმოაჩინონ, რომ მათი უყურადღებობის გამო ზოგიერთი აქტივობა ხელმისაწვდომი აღარაა.

არაფერი არ აწუხებთ არტისტებს ისე, როგორც იმის გაცნობიერება, რომ ჩარჩოებში არიან მოქცეულნი და ვერ ახერხებენ მეგობრებთან ყოფნას.

არტისტებს სიხარულით იღებენ ყველგან, სადაც საჭიროა სიცილი, მხიარულება და მოხალისე, რომელიც ეცდება რაღაც ახლის და სახალისოს გაკეთებას და არტისტებს არაფერი სიამოვნებთ სახალისო აქტივობებში სხვების ჩართვაზე მეტად. არტისტებს შეუძლიათ საათობით ისაუბრონ, ხანდახან ნებისმიერ რამეზე გარდა იმისა, რაზეც სასაუბრო აქვთ და გაიზიარონ საყვარელი ადამიანების ემოციები კარგ და ცუდ პერიოდებში. თუ კი ორგანიზებულები იქნებიან, ისინი ყოველთვის შეძლებენ მეგობრებთან ერთად გამოსცადონ სამყაროს მიერ შემოთავაზებული ახალი და ამაღელვებელი გამოცდილებები.