მმართველი
ყველაფრის საფუძველი წესრიგია.
მმართველები (ESTJ) ტრადიციისა და წესრიგის წარმომადგენლები არიან და იყენებენ თავიანთ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა არის სწორი, არასწორი და სოციალურად მისაღები ოჯახებისა და საზოგადოების გასაერთიანებლად. პატიოსნების, თავდადებისა და ღირსების ფასეულობების მქონე მმართველებს აფასებენ მკაფიო რჩევებისა და ხელმძღვანელობის გამო. ისინი სიხარულით უკვალავენ სხვებს რთულ გზებს. ამაყობენ რა ხალხის გაერთიანებით, მმართველები ხშირად ირგებენ თემის ორგანიზატორის როლს და ბევრს მუშაობენ იმისათვის, რომ გააერთიანონ ადამიანები გამორჩეული ადგილობრივი მოვლენების აღსანიშნავად ან იმ ტრადიციული ფასეულობების დასაცავად, რომლებიც აერთიანებენ ოჯახებსა და საზოგადოებას.
მაგალითით ხელმძღვანელობა
ასეთ ხელმძღვანელობაზე მოთხოვნა დიდია დემოკრატიულ საზოგადოებაში. შეადგენენ რა მოსახლეობის 11%-ს, გასაკვირი არ არის, რომ ბევრი პრეზიდენტი პიროვნების მმართველ ტიპს განეკუთვნებოდა. კანონის უზენაესობისა და ავტორიტეტის მგზნებარე მიმდევარი მმართველი ხელმძღვანელობს მაგალითით, წარმოაჩენს ერთგულებასა და მიზანმიმართულ პატიოსნებას და გმობს სიზარმაცესა და ღალატს, განსაკუთრებით სამსახურში. თუ კი ვინმე აცხადებს, რომ შრომისმოყვარეობა შესანიშნავი გზაა ხასიათის ჩამოსაყალიბებლად, ესენი მმართველები არიან.
მმართველები კარგად აღიქვამენ თავიანთ გარემოს და ცხოვრობენ ფაქტებით, რომლებიც მკაფიო და გადამოწმებადია - მათი ცოდნის უტყუარობა ნიშნავს იმას, რომ მტკიცე წინააღმდეგობის დროსაც, ისინი იცავენ თავიანთ პრინციპებს და არ კარგავენ იმის აღქმას, თუ რა არის და რა არ არის მისაღები. მათი მოსაზრებები არ არის მხოლოდ ცარიელი ლაპარაკი, რადგან მმართველები მზად არიან ჩაერთონ ყველაზე რთულ პროექტებშიც კი, გააუმჯობესონ სამოქმედო გეგმები და გზადაგზა დაახარისხონ დეტალები, რაც ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი მარტივად და მისაწვდომად აქცევს.
თუმცა მმართველები მარტო არ მუშაობენ და ელიან, რომ მათ სანდოობასა და სამუშაო ეთიკას იმავეთი უპასუხებენ - ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანები ასრულებენ დანაპირებს. თუ არაკომპეტენტურობის ან სიზარმაცის გამო, ან კიდევ უფრო უარესი, უპატიოსნობის გამო პარტნიორები ან მათზე დაქვემდებარებულები საფრთხეს უქმნიან მათ, მმართველების რისხვა გარდაუვალია. ამით შეიძლება მათ ცვლილებების მიუღებელი ადამიანების რეპუტაცია შეექმნათ, თვისებისა, რომელიც ასევე ახასიათებს მცველის ტიპის ხასიათის ყველა პიროვნებას. თუმცა ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მმართველები თვითნებურად ჯიუტობენ, არამედ იმიტომ, რომ მათ ნამდვილად სჯერათ, რომ ეს ფასეულობები არის ის, რაც საზოგადოებას ამუშავებს.
უფრო მეტი პასუხისმგებლობა
მმართველის მთავარი გამოწვევა არის იმის აღიარება, რომ ყველა არ მიჰყვება ერთსა და იმავე გზას ან ის, რომ ყველას ერთნაირად არ შეაქვს წვლილი რაღაცებში. ნამდვილი ლიდერი ცნობს როგორც ინდივიდის, ასევე ჯგუფის სიძლიერეს და დიდი წვლილი შეაქვს ამ ინდივიდების იდეების განხილვაში. ამგვარად, მმართველებს ნამდვილად აქვთ ყველა ფაქტი და შეუძლიათ წარმართონ საქმე ყველასთვის შესაფერისი მიმართულებით.