მეწარმე
ცხოვრება ან გაბედული თავგადასავალია, ან საერთოდ არაფერი.
მეწარმეები (ESTP) ყოველთვის ახდენენ გავლენას გარემოზე - წვეულებაზე მათი ამოცნობის საუკეთესო გზაა მოძებნოთ ხალხის ბრბო, რომელიც მათ გარშემო ტრიალებს. აქვთ პირდაპირი და გულახდილი იუმორის გრძნობა, რომლის საშუალებითაც ართობენ და აცინებენ ხალხს და ხვდებიან ყურადღების ცენტრში, რაც ძალიან უყვართ. თუ კი აუდიტორიის წევრს სთხოვენ სცენაზე ასვლას, ისინი მოხალისეებად ერთვებიან - ან მოხალისედ მორცხვ მეგობარს ასახელებენ.
თეორიული, აბსტრაქტული ცნებები და დაძაბული დისკუსიები გლობალურ საკითხებსა და მათ შედეგებზე ვერ იპყრობენ მეწარმეების ყურადღებას დიდი ხნით. ისინი ენერგიულად საუბრობენ, ავლენენ ინტელექტის საკმარის დონეს, მაგრამ მოსწონთ საუბარი იმაზე, რაც არის - ან კიდევ უკეთესი, უბრალოდ გადიან და აკეთებენ. მეწარმეები დაუკვირვებლად მოქმედებენ. იმის მაგივრად, რომ უსაქმურად ისხდნენ და ამზადონ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და მათგან თავის არიდების გეგმები, ისინი გზადაგზა ასწორებენ თავიანთ შეცდომებს.
აქტივობების ენერგიულად, ენთუზიაზმით დაწყება
მეწარმეები პიროვნების ის ტიპია, რომლისგანაც ყველაზე მოსალოდნელია რისკიანი ქცევები. ისინი ცხოვრობენ მომენტით და ხშირად დაუფიქრებლად ერთვებიან ქმედებებში და ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე სადავო სიტუაციებში. მეწარმეებს სიამოვნებთ დრამა, გატაცება და სიამოვნება, არა ემოციური მღელვარებისთვის, არამედ იმიტომ, რომ ეს ძალიან ასტიმულირებს მათ ლოგიკას. ისინი იძულებულები არიან მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ფაქტობრივ, უშუალო რეალობაზე დაფუძნებით რაციონალური სტიმულის სწრაფი რეაგირების პროცესში.
ეს მეწარმეებისთვის სკოლას და სხვა მაღალ ორგანიზებულ გარემოს გამოწვევად აქცევს. რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ ისინი არ არიან ჭკვიანები. მათ შეუძლიათ, თუმცა ფორმალური განათლების რეგულირებადი, სალექციო მიდგომა ძალიან შორს არის იმ პრაქტიკული სწავლებისგან, რომელიც მეწარმეებს სიამოვნებთ. დიდი სიმწიფეა საჭირო ამ პროცესის, როგორც მიზნის მისაღწევად საჭირო საშუალების, აღსაქმელად - რაღაცად, რაც უფრო საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის.
ასევე რთულია ისიც, რომ მეწარმეებისთვის უფრო გონივრულია საკუთარი მორალური კომპასის გამოყენება, ვიდრე სხვისი. წესები იმისთვის იქნა დადგენილი, რომ დაირღვეს. ეს არის მოსაზრება, რომელსაც რამდენიმე საშუალო სკოლის ინსტრუქტორი ან კორპორაციული ხელმძღვანელი იზიარებს და რომელიც ხასიათის ამ ტიპს გარკვეულ რეპუტაციას უქმნის. მაგრამ თუ ისინი მინიმუმამდე დაიყვანენ პრობლემების წარმოქმნის შემთხვევებს, გამოიყენებენ თავიანთ ენერგიას და ყურადღებას გაამახვილებენ მოსაწყენ საკითხებზე, მეწარმეებს აქვთ ძალა, რომელიც გასათვალისწინებელია.
ნაკლებად გავლილი გზა
ნებისმიერი ტიპის, ალბათ, ყველაზე გამჭრიახი, გაუფილტრავი ხედვით, მეწარმეები ფლობენ უნიკალურ უნარს, შეამჩნიონ მცირე ცვლილებები, იქნება ეს სახის გამომეტყველების ცვლილება, ჩაცმის ახალი სტილი თუ დარღვეული ჩვევა. ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანები აფიქსირებენ ფარულ აზრებსა და მოტივებს, მაშინ, როცა სხვა ტიპისთვის რაიმე კონკრეტულის შემჩნევაც კი რთულია. მეწარმეები დაუყოვნებლივ იყენებენ ასეთ მიგნებებს, მოუწოდებენ ცვლილებებისკენ და სვამენ კითხვებს, ხშირად ნაკლებად სენსიტიურად. მეწარმეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყველას არ სურს მათი საიდუმლოებებისა და გადაწყვეტილებების საჯაროდ გავრცელება.
თუმცა თუ მეწარმეები ფრთხილად არ იქნებიან, ისინი შეიძლება ზედმეტად გაერთონ მომენტით, ზედმეტად შორს წავიდნენ და უხეშად მოეპყრან მგრძნობიარე ადამიანებს ან დაავიწყდეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მეწარმეები შეადგენენ მოსახლეობის ოთხ პროცენტს და ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ შექმნან კონკურენტული და საინტერესო გარემო, თუმცა არც იმდენი არიან, რომ სისტემური რისკი გამოიწვიონ.
მეწარმეებს აქვთ უამრავი გატაცება და ენერგია, რასაც ემატება რაციონალური, თუმცა ზოგჯერ დაბნეული გონება. შთამაგონებელი, დამაჯერებელი და ფერადი მეწარმეები ჯგუფის ლიდერებად არიან დაბადებულნი, უბიძგებენ ყველას ნაკლებად გავლილი გზით სვლისკენ და მიაქვთ სიხალისე და აღფრთოვანება ყველგან, სადაც მიდიან. ამ თვისებების კონსტრუქციულად და მომგებიანად გამოყენება მეწარმეების ნამდვილი გამოწვევაა.